შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სომხური ეკლესიიდან ჯვრები, ხატები და ფული მოიპარეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივლისი 2019
ახალციხეში, რაბათის უბანში გრიგოლ განმანათლებლის სომხურ სამოციქულო ეკლესიიდან ჯვრები, ხატები და ფული 16 ივლისს, სავარაუდოდ ღამის საათებში მოიპარეს.„17 ივლისს დილით მივედი და შესაწირ ყუთში თანხა აღარ დამხვდა, წაღებული იყო გასაყიდად დადებული საეკლესიო ნივთები. ვერ წარმომიდგენია, ეს ვის უნდა გაეკეთებინა, მსგავსი შემთხვევა აქ არ გვქონია. მე თვითონ დავრეკე პოლიციაში, მოვიდნენ მაგრამ დააკავეს თუ არა ამის ჩამდენი არ ვიცი“, – განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხისა და ბორჯომის სათვისტომოების მოძღვრმა ბერ ჰაკობ სააკიანმა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც შენობაში უკანონოდ შეღწევას და ქურდობას გულისხმობს. შსს–ში ამბობენ, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი დადგენილია, თუმცა ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია