შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რუსთავი 2"-მა უნდა იმუშაოს ისე, როგორც მუშაობს, არ მოგწონს, გადართე - გიორხელიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივლისი 2019

"რუსთავი 2"-ის პირველი დამფუძნებლების შემდეგ, მისი მფლობელების საკითხი ბნელით არის მოცული და ამ დავის კონტექსტში რა არის სამართლიანობა, ძნელი სათქმელია, თუ მთელი ტრაექტორია "რუსთავი 2"- ში მფლობელების მოძრაობისა გაშიფრული არ იქნება"- ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

"ვინმეს მოსწონს თუ არა "რუსთავი 2", ეს მეორეხარისხოვანია, იმიტომ, რომ ადამიანების ერთ ჯგუფს ქვეყანაში არ შეუძლია განსაზღვროს რა არის კარგი და რა არის ცუდი მეორე ჯგუფისთვის. თუ ამას დავუშვებთ ჩვენ ტოტალიტარიზმში და ძალმომრეობაში ვბრუნდებით. არ მოგწონს? არ უყურო.

"პრეცენდენტის შექმნა "რუსთავი 2"-ის დახურვით, ან მისი შეცვლით, ქმნის იმ გარემოს ქვეყანაში, რომ თუ ერთი არ მოგწონს, ხვალ სხვა იქნება დახურული ან შეცვლილი, ეს ისევ პოლიტიკური ჭაობია.

"თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, სხვას მოსწონს და რომელიმე მხარის დადანაშაულება, ანუ ერთი მხარისათვის უპირატესობის მინიჭება, არის შესანიშნავი ტექნოლოგია, რომ ქვეყნის და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემები სხვა რამით იქნას გადაფარული.

"ვინმეს მტრად წარმოჩენა არის საუკეთესო მექანიზმი. ასე, რომ რუსთავი 2"-მა უნდა იმუშაოს ისე, როგორც მუშაობს. რაც შეეხება მფლობელების საკითხს, ტელეკომპანიის პირველი დამფუძნებლების შემდეგ მფლობელების საკითხი არის ბნელით მოცული.

"ამ დავის კონტექსტში რა არის სამართლიანობა ძნელი სათქმელია, თუ მთელი ტრაექტორია "რუსთავი 2"-ში მფლობელების მოძრაობისა გაშიფრული არა იქნება. ეს არის იურიდიული დავა და იურისტებმა უნდა მიხედონ ამ საქმეს. ვისაც კარგი იურისტები ეყოლება ის მოიგებს დავას"- განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.

"რეზონანსი"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია