სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მრჩევლად ყოფილი გამგებელი დანიშნა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივლისი 2019
სამხარეო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მრჩეველი 18 ივლისს დანიშნა. ედუარდ აღასარიანი გუბერნატორის პირველი მრჩეველი იქნება. „მას არცერთი სფერო და სამსახური არ აბარია. მის ფუნქციებში იქნება რეგიონში საჯარო პოლიტიკის მიმართულებით კონსულტირება, მთელი რეგიონის მასშტაბით. კონსულტირებას გაუწევს გუბერნატორს“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე.ედუარდ აღასარიანი 2013-2017 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლი იყო. 2016 წელს იგი „ქართული ოცნების“ ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია