სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივლისი 2019
სოფელ ურავლიდან აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება, რის გამოც, შპს „მშენებელი 2012“-ს გზის მონაკვეთი გადაკეტილი აქვს. შესაბამისად, მონასტრამდე მისვლა მსურველებს შემოვლითი გზებით შეუძლიათ. ორი შემოვლითი გზიდან ერთ–ერთი შპს "წიფორა სამცხის" მახლობლად მდებარეობს, ხოლო მერე ურაველში სასაფლაოებიდან ნასოფლარ ენთელზე გადასავლელი გზაა. „შესაძლებელია, შემოვლით გზებზე დაბალი გამავლობის მანქანა ვერ გავიდეს, მაგრამ მაღალი გამავლობის მანქანა გავა“, – გვითხრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ღირებულება 1 487 718 ლარია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გზის მონაკვეთი ოთხი კილომეტრი და 800 მეტრია. სამუშაოები 2019 წლის 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია