შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ივლისი 2019
დირექტორი ამბობს, რომ განცხადებაში მის მიმართ ბრალდებებიც არის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.„მაინტერესებს, დეპუტატმა ეს დეტალები საიდან იცის? მითუმეტეს, როცა გამოძიება არ არის დასრულებული, რატომ უნდა აკეთებდეს ასეთ განცხადებებს? ეს არის ჩემი უფლებების დარღვევა და ამისთვის აუცილებლად ვუჩივლებ“, – ამბობს ნარინე გინოსიანი.მისი თქმით, მკოიანის განცხადება, რომ უცხო პირებს მხოლოდ სამსახურეობრივი ტრანსპორტის მოხმარებისთვის განკუთვნილი საწვავის ე.წ. ჩიპებს აძლევს, სიცრუეა: „შეიძლება, „რომპეტროლს“ მართლაც ჰქოდეს ვიდეოკადრები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ადამიანები არიან ჩემი თანამშრომლები, ან არის ჩემი მანქანა, რითიც მიწევს ბაღის საქმეების გამო გადაადგილება, იმიტომ, რომ ბაღების გაერთიანება ოფიცილურად არ არსებობს და არც ტრანსპორტი გვყავს და რაღაცით ხომ უნდა ვიაროთ?“. გინოსიანი უარყოფს მკოიანის ბრალდებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ურთიერთობაზეც: „საერთოდ, არცერთ პარტიასთან არ მაქვს რაიმე სახის ურთიერთობა. მმართველ პარტიასთანაც კი არ მქონია რაიმე სახის ურთიერთობა“.ენზელ მკოიანის განცხადებას აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთი ბებიაშვილი. მისი თქმით, განცხადებაში ბევრი ისეთი დეტალია მოყვანილი, რაც მხოლოდ გამოძიებისთვის უნდა იყოს ცნობილი, ამიტომ გინოსიანის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა მართლაც იკვეთება.„ამ განცხადების შემდეგ ჩნდება სამართლიანი ეჭვი, რატომ იცის დეპუტატმა ამდენი დეტალი ამ საქმეზე? ხომ არ აქვს მას გავლენა გამოძიებაზე და შეიძლება, გამოიკვეთოს უფლებამოსილების გადამეტება პარლამენტის წევრის მიერ. ამ მიმართულებითაც უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები“, – განმარტავს ქეთი ბებიაშვილი.ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი და მისი ბუღალტერი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თანხების მითვისებასა და გაფლანგვისათვის, 19 ივლისს მისცა პასუხისგებაში, სასამართლომ კი ორივე მათგანი გირაოთი გაათავისუფლა.ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნარინე გინოსიანმა, პირველად „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ ძიებას, ნინოწმინდა–ახალქალაქის დეპუტატ ენზელ მკოიანს უკავშირებდა, რადგან მკოიანი მასთან ინტიმური კავშირის დამყარებას ცდილობდა, რაზეც უარი მიიღო და დაემუქრა.„სამხრეთის კარიბჭეში“ მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს მკოიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა და გინოსიანის ბრალდებები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაგეგმილ ბინძურ კამპანიად შეაფასა.ნარინე გინოსიანი ამბობს, რომ მკოიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე პროკურატურასა და გენინსპექციასაც მიმართა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.საქართველოს პროკურატურაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ გინოსიანის საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. ამიტომ ეს განცხადებაც ფინანსთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადაუგზავნეს. აღნიშნულ უწყებაში კი განგვიმარტეს, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ განცხადება მათი საქმე არ არის და შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართეს.დაიწყო თუ არა შსს–მ მკოიანის საკითხის მოკვლევა, უწყებისგან პასუხს ველოდებით.იურისტები კი ფიქრობენ, რომ გინოსიანისა და მისი ბუღალტერის პასუხისგებაში მიცემა და დეპუტატის მხრიდან შესაძლო სექსულური შევიწროება სხვადასხვა საქმეა. ამიტომ პროკურატურას თავად უნდა გამოეძიებინა.[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია