შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,როგორ აღმოჩნდა მამაჩემი მაგ მანქანაზე?" - დაშავებული მამაკაცის შვილი გამოძიებას ითხოვს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივლისი 2019
მამაკაცი, რომელიც დღეს გორში მანქანიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა, 40 წელია გორის დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ამის შესახებ მისმა შვილმა, რაფიკ რამაზოღლიმ განაცხადა. მას კითხვები აქვს ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" ხელმძღვანელობასთან.  ,,მამაჩემი თავის დღეში სულ დასუფთავებაში მუშაობდა. 40 წელია თითქმის მუშაობს. რატომ დაავალეს ის საქმე, რომელიც მას არ ეხებოდა?" - აცხადებს რაფიკ რამაზოღლი. ისინი სოფელ თედოწმინდადან არიან. 57-წლის მამაკაცი, ნუგზარ რამაზოღლი დღეს სატვირთო მანქანიდან (,,ზილი") გადმოვარდა. ის ძარაზე იჯდა და ბანერი ეკავა. მძღოლის თქმით, ძარაზე, რამაზოღლისთან ერთად, სხვა არავინ იმყოფებოდა. ავტომანქანა მდინარე მეჯუდის სანაპიროზე მოძრაობდა. შემთხვევის შემდეგ, დაშავებული მამაკაცი ,,გორმედის" კლინიკაში გადაიყვანეს. ,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. იგი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მიმდინარეობს შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები. პარალელურად უტარდება კვლევებიც. ცნობიერება კვლავ გათიშულია. მძიმე ფაქტთან გვაქვს საქმე", - განაცხდა ექიმმა დავით გასიტაშვილმა. იხ. ამავე თემაზე: გორში მუშა მანქანიდან გადმოვარდა გორში დაშავებული მუშა რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია