შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს გადაწყვეტილება არაა კანონიერ ძალაში და არ უნდა აღსრულდეს"- გვარამია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივლისი 2019

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

"მეგობრებო, მოკლედ, სტრასბურგის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის და აღსრულების ამგვარი სენსიტიურობა უპრეცედენტოა. არ არსებობს ქეისლო ამ საკითხზე, არც სასამართლოს განმარტება. ეს საქმე ბევრ რამეშია პირველი პრეცედენტი და ამ საკითხშიც ასეა. ამიტომ საჭიროებს ის სამართლებრივ ანალიზს და განმარტებას და არა იმ მიდგომას, რაც იუსტიციის სამინისტრომ გამოავლინა.

ჩემი prima facie პოზიციით, სამართლის ბაზისური არგუმენტიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება არაა კანონიერ ძალაში და არ უნდა აღსრულდეს. არგუმენტი შემდეგია: გასაჩივრებადი გადაწყვეტილება, ზოგადი წესით, არ ითვლება ძალაში შესულად და აღსასრულებელ გადაწყვეტილებად. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში შესულად რომ ჩაითვალოს, ამის თაობაზე უნდა იყოს პოზიტიური ჩანაწერი შესაბამის სამართლის წყაროში, ან დასაბუთებული იყოს ამის აუცილებლობა (და ამ შესაძლებლობასაც პოზიტიურად უნდა იძლეოდეს სამართლის წყარო) საკუთრივ გადაწყვეტილებაში. ეს არის 2*2=4 არგუმენტი.

არც კონვენცია, არც დამხმარე ოქმები, არც ქეისლო (სხვა წყარო სტრასბურგის სამართალწაოებას არა აქვს) გასაჩივრებადი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის პოზიტიურ ჩანაწერს არ იცნობს. ეს ქეისი აღმოჩნდა პირველი, სადაც ამის განმარტების საჭიროება დადგა და ამიტომაც ვამტკიცებ, რომ განხილვისა და განმარტების გარეშე ამ საკითხის ავტომატურ რეჟიმში გადაწყვეტა არის კანონდარღვევა და მძიმე ზიანის მიყენება კონცენციით დაცული მნიშვნელოვანი სიკეთეებისთვის.

რაც შეეხება დროებით ღონისძიებას, კატეგორიულად არასწორია ზემოთ მოყვანილ საკითხთან ამის მიწებება. დროებითი ღონისძიება მიბმული იყო რ2ის სარჩელს და ამ სარჩელის დაუშვებლად ცნობამ ავტომატურად გამოიწვია დროებითი ღონისძიების გაუქმება. შესაბამისად, ეს არგუმენტი არარელევანტურია."- წერს გვარამია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია