სამცხე-ჯავახეთი
სოფელ შოყას უგზოობის პრობლემა აღარ შეაწუხებს
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
23 ივლისი 2019
სოფელ შოყამდე მისასვლელი საავტომობილი გზა გაკეთებულია. ამ ეტაპზე სამუშაოები სოფლის შიდა გზაზე მიმდინარეობს. საავტომობილო გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება 2019 წლის 30 აპრილს დაიდო და პროექტის დასრულება 27 სექტემბერს არის გათვალისწინებული. პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდის მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხუთპროცენტიანი თანადაფინანსებით.საავტომობილი გზის მშენებლობა სანიაღვრე არხების მოწყობასაც ითვალისწინებს. სამუშაოებისთვის 1 239 999 ლარი დაიხარჯება.„სამი კილომეტრისა და ასი მეტრის სიგრძის საავტომობილი ტრასა შოყის ბოლო სახლამდე დაიგება. დღეის მდგომარეობით სამუშაოების 55–60 პროცენტი უკვე დასრულებულია“, – გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა.ადგილობრივების თქმით, სოფელში საავტომობილი გზა აქამდე არასდროს ყოფილა. [გულო კოხოძე, ადიგენი]