შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი ოქრუაშვილი - ივანიშვილს ცხოვრების ბოლომდე 20 ივნისის ღამის ტრაგედია გაყვება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივლისი 2019

ოპოზიციური ლიდერების დაკითხვების მიზანი ოპოზიციის დაშინება და პროტესტის ჩაქრობაა, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მისულმა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმაჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმე 20-21 ივნისის თემაზე არის დასაკითხი, პირველ რიგში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

„მან ურცხვად მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მას 20 ივნისის ღამეს ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე. დიდი ხნის განმავლობაში, ცხოვრების ბოლომდე მას 20 ივნისის ღამის ტრაგედია გაყვება“, -განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, მას წარმოდგენა არა აქვს თუ რა კითხვები ექნება სასამართლოს მის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად სასამართლომ დაკითხვაზე ირაკლი ოქრუაშვილიც დაიბარა და ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია