შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ანგარიშსწორებაა- ბერძენიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ივლისი 2019

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას აფასებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს ანგარიშსწორებაა.

მისი თქმით, ივანიშვილმა დემოკრატიულ სივრცეზე და სხვა სტრუქტურებზე ფართობასშტაბიანი შეტევა დაიწყო.

„ივანიშვილის ხელისუფლება არ იყოფა. მას კოშმარად ახსენდება კოალიციურობის პერიოდი, როცა შებოჭილი იყო.

სტრასბურგის გადაწყვეტილებით ფრთაშესხმული ივანიშვილი ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე გადმოვიდა არა მარტო მთელი დემოკრატიული სივრცის, არამედ მისგან უკონტროლო სტრუქტურების მიმართაც.

“ვინც ჩემთან არაა, ის ჩემი მტერია”. იესომ თქვა, რელიგიაა, პოლიტიკა კი არა.

თანამედროვე პოლიტიკისთვის ეს მდარე პოლიტიკური აკვიატება მდაბიოთა არჩევანია. ეს გააზნაურებული მდაბიოც ცუდად დაამთავრებს,“ – წერს დავით ბერძენიშვილი.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს.

ისინი ბრალის წარდგენის მიზნით, პროკურატურაში დღეს დაიბარეს, რის შემდეგადაც პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. საუბარია  16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია