შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"აბა რა ქნას ხელისუფლებამ? ნაცები გინდათ"?-ზურაბიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ივლისი 2019

"მეც მინდა ვთქვა, რომ ამ ხელისუფლების ხელწერა არ არის არც პროკურატურის და სასამართლოს გამოყენება ბიზნესზე ზეწოლისთვის, არც პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება და დევნა, არც მასმედიის კონტროლი, არც არჩევნებში კრიმინალების გამოყენება და ამომრჩევლის დაშინება, არც არაფორმალური მმართველობა, არც პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერები, არც კორუფცია და ბიძაშვილ-მამიდაშვილის მოწყობაზე ჩალიჩი, არც ზონდერ-ბრიგადები, არც ტროლები, არც ბოტები, არც ოცი-ოცდაათის ბრძენი ექსპერტები, არც შუშის დიდი ყლინჯები ბარში და პანორამა-თბილისი მთაში ზვიგენარიუმით, მიტინგის დარბევა, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები ხომ არ არის და არ არის, ისევე როგორც რუსეთის ერთ ადგილში შეძრომა!

დიახაც, არ არის ჩამონათვალი ესე ამ ხელისუფლების ხელწერა. უბრალოდ უწევთ ყველაფერ ამის გაკეთება და ბოლო დროს სულ უფრო ხშირად. აბა რა ქნან? ნაცები გინდათ?-წერს "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ამ ხელისუფლების სტილი არ არის ზეწოლისთვის პროკურატურის გამოყენება. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია