შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გათვლა სწორი აქვს ივანიშვილს, მოსახლეობის გალუმპენებული 100 % სიხარულის ჭყლოპინით შეხვდება"....

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ივლისი 2019

თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დღეს დაწყებულ მორიგ შეტევას ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება და წერს: 

"გათვლა სწორი აქვს ივანიშვილს.
ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ვიღაც მდიდარი ბანკირის რაგინდარა მიზეზით დაჭერას მოსახლეობის გალუმპენებული 100 % სიხარულის ჭყლოპინით შეხვდება. იმ სპექტრს არც აინტერესებს და ვერც აუხსნი თუ რატომ არ უნდა უხაროდეს; ისევე როგორც ვერაფერს აუხსნი იმ სპექტრს, რომელიც რუსთავი 2-ს ნაცების ტელევიზიას ეძახის და მისი დახურვა უხარია.
შედქრებით ინტელექტუალური სპექტრი ალბათ თანხმდება ერთ საკითხზე; ნაცმოძრაობა ისე გაასაზიზღრა ბიძინამ, რომ ამ პარტიის სახელის ხსენება მოსახლეობის 75 %-ში ან აგრესიას იწვევს, ან დაცინვას. 
დღეს ივანიშვილი ისეთი მასშტაბის ეგზისტენციალური საფრთხეა ქვეყნისათვის, რომ მის წინააღმდეგ მებრძოლი ნებისმიერი ადამიანის მოტივაცია და წარსული მეორეხარისხოვანი საკითხია. 
ყოველთვის მაკვირვებდა რუზველტისა და ჩერჩილის მორალურ-ეთიკური კომპრომისი სტალინთან, სანამ არ მივხვდი რომ ამ ორმა პლანეტის ეგზისტენციალური საფრთხე დაინახეს არა სტალინში, არამედ ჰიტლერში. 
მაშინ როდესაც 20 ივნისს დაწყებული სამოქალაქო აქტივობა უკანასკნელ ფორპოსტად შემორჩა ქვეყანას და როდესაც ვერანაირი პროვოკაციით ვერ შეუსია ბნელი ლუმპენი ამ მიტინგს ოლიგარქის პირადმა მილიციამ, გასაკვირია რომ მეტნაკლებად ინტელექტუალური ხალხი ცხვირს იბზუებს ძალიან ჭკვიანურ სვლაზე, რათა რუსთაველის პერმანენტულ ამბოხს ვერ მიაწებონ ზომბების "წითელი ნაჭერი", ანუ ნაცებთან ასოცირება, რაც მილიციასთან ერთად ამ ზომბებსაც დაძრავს წინააღმდეგობის ბოლო კერის მოსასპობად.
ცოტა დაფიქრდით! მერე აბრძანდით და წაბრძანდით რუსთაველზე. მონაწილეობა მიიღეთ წინააღმდეგობის ახლებური ტაქტიკით მიმდინარე პროცესში, თორემ ...
თორემ კაი არაფერი ელის არავის-წერს ზურაბ გურული. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია