შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ციხე მულტიკულტურულ ფესტივალს უმასპინძლებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ივლისი 2019
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრები, მუსიკალური ნომრები, გამოფენილი იქნება კოლეჯ “ოპიზარის“ სტუდენტების მიერ შექმნილი ხის ნაკეთობები, ასევე - შშმ პირთა ცენტრის - „ტალიტა კუმის“ მოსწავლეთა ნამუშევრები. საღამო დასრულდება ფეირვერკით.ფესტივალის მიზანია რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ცხოვრების გამრავალფეროვნება, ჩვენს რეგიონში მცხოვრები ეთნიკურ - რელიგიური უმცირესობების კულტურის გაცნობა. ღონისძიების პარტნიორები არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და ახალციხის ციხის ადმინისტრაცია. პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, SOS – ბავშვთა სოფელი საქართველოსა და World Vision საქართველოს პარტნიორობით.[რობიზონ ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია