შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"წავიდნენ ევროპაში, იყიდეს ყველაზე ძვირადღირებული მათრახი და ყოველდღე ზურგში ირტყამენ"- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ივლისი 2019

პოლიტოლოგის გია ხუხაშვილის შეფასებით, რუსთავი 2-ის საქმეზე საკუთარ თავს მახე დაუგეს, რადგან ახლა მწვავე კრიტიკას ისმენენ იმ ტელევიზიიდან, რომელიც უკვე მათთან ასოცირდება.

მისი შეფასებით, ის რაც ხდება "რუსთავი 2"-ში, ხელისუფლების მხრიდან კლასიკური მაზოხიზმის გამოვლინებაა. 

"წავიდნენ ევროპაში, იყიდეს ყველაზე ძვირადღირებული მათრახი და ყოველდღე ზურგში ირტყამენ და სიამოვნებთ რაც მთავარია. მათ შეიქმნეს დამატებითი პრობლემები, რომ თქვენი ხელფასების გადახდაც ეხლა მათი თავისტკივილია. დანარჩენი ყველაფერი იგივენაირად დარჩა. რას მოიმოქმედებს ხელისუფლება ეხლა ეს სხვა საკითხია. გასაგებია, რომ რაღაც ეტაპზე მათ უმტყუვნებთ ნერვები, გასაგებია, რომ დიდ კაბელს იპოვის ქიბარ ხალვაში და გამოაძრობს, ყველაზე მსხვილ კაბელს. მთავარია ეს კაბელი რას უერთდება მერე და რა მოხდება ამის შემდეგ,"-აცხადებს გია ხუხაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია