შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვამბობ ღმერთს და ვგულისხმობ ბიძინასო" - ოქრუაშვილი ხალვაშზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივლისი 2019

ვამბობ ღმერთს და ვგულისხმობ ბიძინასო - პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში რუსთავი 2"-ის მფლობელის ქიბარ ხალვაშის, მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

მადლობა ბატონ ქიბარს, ესეთი "ღრმა აზრიანი და თავშეკავებული" კომენტარისთვის, დედას ვფიცავარ ღმერთის მეშინია და ოქრუაშვილზე ამიტომ არაფერს არ ვიტყვიო.

ვამბობ ღმერთს და ვგულისხმობ ბიძინასო.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისისი მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი. ამასთან, დღეს შსს-მ კიდევ ოთხი პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია