გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოპოზიციას დაჭერებით ვერ შეაშინებენ, ომამდე ტანკისტები იყვნენ- ზაქარეიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივლისი 2019

ძალიან სახიფათო არის ერთი მომენტი და ამაზე უნდა ილაპარკოს დღეს ყველამ - არ ჩაიშალოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი, რადგან აშკარაა, რომ ამ მოვლენებით ყურადღების გადატანა ხდება და არ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რაც ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნება" - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

"იყო მოვლენები, როდესაც ეჭვი არ შემქონდა იმაში, რომ ივანიშვლის როლი იყო ამაში, გნებავთ პანკისის მოვლენები, ან 20 ივნისის დარბევა ამ ფორმით რომ იგეგმებოდა, ეს იცოდა ივანიშვილმა, "ნაცონალები" ხომ ყველაფერს მას აბრალებენ; მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხაზარაძე- ჯაფარიძის საქმეში, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ივანიშვილის სანქციის გარეშე მოხდა. საერთოდ საზოგადოება მითებით იკვებება, და როცა თეთრი ძაფებით არის რაღაცეები ნაკერი, მითები იწყებს მუშაობას. მე ავანტურისტი ადამიანი ვარ და ხაზარაძე-ჯაფარიძის ადგილას ფულს არ გადავიხდიდი და ციხეში ჩავჯდებოდი. თუ ციხეში წავლენ, სერიოზულად დაიცავენ თავს და თავის პოზიციას. ყველა კარგად დაინახავს, რა სირეგვენეს ჩადის "ოცნება", რომელიც, მე მგონი, რომ დღეს სრულ აგონიაშია.

სტრასბურგის სასამართლო საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგით არ მუშაობს, უბრალოდ "ოცნებამ" და "ნაციონალებმა", ორივემ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისე წაიკითხეს, როგორც მათ აწყობდათ. "ქართულ ოცნებას" თავში აუვარდა, ეს რა ვყოფილვართო, "ნაციონალები" იძახიან ჩააწყვესო. მოკლედ, როგორც ყოველთვის საქართველოში პრობლემა თარგმანშია. დღეს თუ ვინმეს თარგმანის პრობლემა აქვს, ეს "ქართული ოცნებაა" და ნაბიჯები, რომლებსაც დგამს, მათ საწინააღმდეგოდ გადაგმული ნაბიჯია. თუ არ უნდათ "ნაციონალების" დაბრუნება, კარგად უნდა დაფიქრდნენ და ისე იმოქმედონ, თორემ მე არც "ნაციონალები" მაღელვებს და არც "ევროპული საქართველო". ოპოზიციას ამ ნაბიჯებით ვერ შეაშინებენ, არ შეშინდებიან, ეგენი ომამდე ტანკისტები იყვნენ.

გადაჭრით ამას ვერ იტყვი, რომ "ევროპული საქართველო" ბიძინას მიმდევარია, შეიძლება სხვა სტრატეგიას გეგმავს, დისტანცირებას "ნაციონალებისგან" ან კარგად ვაჭრობს. "ევროპული საქართველოს" დაშლა შეიძლება უნდა სააკაშვილს, რადგან ნახა თავისი პერსპექტივა უკრაინაში და აქ აპირებს გააქტიურებას. პოლიტიკური ლანდშაფტის გაჯანსაღების მიზნით უნდა "ევროპული საქართველო" ნაწილი "ნაციონელების" ორბიტაზე დააბრუნოს. ანუ ეს იყოს სააკაშვილის სტრატეგია, რადგან დაშლის შემდეგ ინტელექტუალური ნაწილი "ევროპული საქართველოსკენ" წავიდა.

მაგრამ, ჩემი აზრით, დღეს სახიფათო არის მხოლოდ ერთი მომენტი და ამაზე უნდა ილაპარკოს ყველამ, არ ჩაიშალოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი, რადგან აშკარაა, რომ ხდება ყურაღების გადატანა და ისე არ მოხდეს, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს კი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნება."

"რეზონანსი"

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია