შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქარელში ფულის გამოძალვის ფაქტი ფარული კამერით გადაიღეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ივლისი 2019
ბრალდების მიხედვით, იგი სოფელ რუისში მცხოვრებ მამაკაცს ფულად თანხას სისტემატიურად სძალავდა. მოქალაქემ ფაქტის ქარელში მცხოვრებ მ.ბ.-ს, სასამართლომ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა, 5000 ლარის ოდენობით, მიუსაჯა. გადაწყვეტილება 2019 წლის 17 მაისს მიიღეს. ბრალდების მიხედვით, მსჯავრდებული სოფელ რუისში მცხოვრებ მამაკაცს ფულად თანხას სისტემატიურად სძალავდა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული ხშირად ხვდებოდა მოქალაქეს, როგორც გორის, ასევე, ქარელის რაიონში და ითხოვდა 450 დოლარის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა. მოქალაქემ ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცავებმა, მოქალაქესთან ერთად, გამოძალვის ფაქტი ვიდეოფირზე გადაიღეს. ,,აღნიშნული მუქარის შედეგად, მოქალაქემ სოფელ რუისში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში მ. ბ-ს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 250 ლარი. იმავე წლის 29 ოქტომბერს ქარელში ბრალდებულმა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მოქალაქეს კვლავ მოსთხოვა მომდევნო დღეს 350 აშშ დოლარის გადაცემა." - აღნიშნულია პროკურატურის ბრალდებით ნაწილში. ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა გამამართლებელი განაჩენი მოითხოვა, იმ მოტივით, რომ იგი არა თუ თანხას სძალავდა, არამედ ვალის დაბრუნებას
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია