შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ესენი წავლენ სახლში"-ქართველი ოლიგარქის რუსული წესებით თამაში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივლისი 2019

ზებრა გალიაში, პინგვნილი გალიაში, თავისუფალი სიტყვა გალიაში, ოპნენტები გალიაში და ვინ იცის კიდევ რამდენ ადამიანს შეიწირავს ბიძინა ივანიშვილის ომი საქართველოს წინააღმდეგ და განადგურებული თავისუფლების ზაფხული, რომელიც დაიწყო და არავინ იცის როდის დასრულდება. 

რა გვეშველება?-ამ კითხვაზე შაბათის კურიერს ივანიშვილისგან დევნილი პოლიტიკური ოპონენტები პასუხობენ;

მამუკა ხაზარაძე, "თიბისი" ბანკის დამფუძნებელი: "გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, იმათგან განსხვავებით მე პიროვნულად კი არ მაქვს ბოღმა ჩადებული გულში, მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს, ეს ჭაობი შეიცვალოს, ახალგაზრდა ნიჭიერ ხალხს მიეცეს თავისუფალი მოქმედების საშუალება, თავისუფალი გადაწყვეტილების საშუალება, მოსამართლეები იყვნენ თავისუფლები, პროკურორები იყვნენ კანონმორჩილები და კანონის შესაბამისად საუბრობდნენ და ა.შ. მე გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე, ესენი სახლში წავლენ და ყველა გონს მოეგოს" 

გიგი უგულავა, "ევროპული საქართველო"-როგორც კი გააცნობიერა რამხელა ხაფანგში შეყო ფეხი, დაიწყო ეს მოქმედებები.

ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობა"-ებრძვის ყველა იმ ადამიანს, ვისაც ოდესმე ხალხი გაჰყოლია 

ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქართველი ოლიგარქის რუსული წესებით თამაშზე, პოლიტიკოსები დღეს "შაბათის კურიერში" ისაუბრებენ. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია