შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს კაცი, ივანიშვილი ვერ არის ჯანზე"-სანიკიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივლისი 2019

"ეს კაცი, ივანიშვილი ვერ არის ჯანზე და სანამ მისი ოჯახის წევრები არ წაიყვანენ “საგიჟეთში”, მანამდე ვერ მიხვდებით რაშია საქმე? რეაქციებზე ვერ ატყობთ, რომ ასეა? 20 ივნისი სისხლიან ღამეზე ამბობს, მეძინაო! ჯერ ერთი, ტყუილს ამბობს, არ სძინებია და და ეს ყველაფერი მისი ბრძანებით მოხდა. მაგრამ კაცი ამას რომ იტყვის, ღამე მეძინაო, ეს ნორმალურია? შეიძლებოდა ქართველ კაცს იმ ღამით სძინებოდა, იმ ფონზე, რაც მაშინ რუსთაველზე ხდებოდა?! მეორეც ის, რომ "ღამე მეძინაო" მას ჰგონია ალიბი და მით უარესი მისთვის... ერთი სიტყვით, ვერ არის ჯანზე. ეს კაცი ჩვენი ქვეყნისთის არის სახიფათო”, - აცხადებს “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე გაზეთ "ახალ თაობასთან" 

მისივე თქმით, ამ ყველაფრის ბერკეტი ქართველი ხალხია, რომელიც დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ივანიშვილის ქვეყნის ასაშენებლად არ არის მოსული:

... ამ ყველაფრის შეჩერების ბერკეტი არის ქართველი ხალხი, რომელიც ჯერჯერობით გაჩერებულია. სადამდე აპირებს ხალხი გაჩერებას და ამდენი რამის მოთმენას, ესეც საინტერესო თემაა - ივანიშვილთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია და გასარკვევია, ქართველი ხალხი როდის მიხვდება ამ ყველაფერს, როცა ეს კაცი ქვეყანას აქცევს, ანადგურებს - როდესაც 1 დოლარი 4 ლარი გახდება? შემოდგომა მოვა და ვნახავთ, როგორც მდგომარეობაში შეხვდება ქვეყანა. იმედი ფაქვს, ხალხი ამ შეფასებას გააკეთებს. ივანიშვილი რომ ამ ქვეყნის აყვავებისთვის არ არის მოსული, ამაში უკვე ყველანი დავრწმუნდით.

დილას რასაც იტყვიან ლავროვი და გავრილოვი, საღამოს იმას მოსდევს ბიძინას შესაბამის ქმედება. ყველაფერი ზედაპირზე დევს და ძნელი გამოსაცნობი არ არის ვითარება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია