გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი გადაყვება ამ რეპრესიებს"-აქცია ოზურგეთის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ივლისი 2019

ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ოზურგეთის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. 

ისინი შეკვეთილის აქციის ერთ ერთი ორგანიზატორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ოპოზიციიდან, ელგუჯა ბაგრატიონის შესაძლო დაკავებას აპროტესტებენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის პოლიციამ მას  სსკ 187-ე მუხლით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების გამო ედავება.

რაც შეეხება თავად ელგუჯა ბაგრატიონს, რომელიც ჩვენ დაკითხვაზე შესვლამდე ჩავწერეთ, ამბობს, რომ ივანიშვილმა დაიწყო რეპრესიები, რის გამოც ის მალე აგებს პასუხს: "ივანიშვილმა , მისი ჯალათი მინისტრის დახმარებით დაიწყო პოლიტიკური ოპონენეტების მიმართ რეპრესიები, რასაც ვარწმუნებ, რომ არანაირი შედეგი არ ექნება. რადგან, დაიჭერენ ელგუჯა ბაგრატიონს, ჩემს ადგილზე იქნება სხვა. ივანიშვილი კი, გადაყვება ამ რეპრესიებს"-გვითხრა ბაგრატიონმა. 

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციის წინ აქციის მიმდინარეობისას გამოძიების ვერსიით დეპუტატმა ივანიშვილების კუთვნილი ვიდეოთვალი განზრახ დააზიანა.

"აქციის დაწყების შემდეგ პოლიციამ მოშიმშილეთა კარავთან 24 საათიან უკანონო თვალთვალის მიზნით დააყენა ვიდეოთვალი, ბატონი ელგუჯა მივიდა და ვიდეოთვალი სხვა მიმართულებით შემოატრილა. რის შემდეგაც მოშიმშილეთა თვალთვალი ამ ვიდეოთვალით შეუძლებელი გახდა. ეს იყო და ეს. და სწორედ ამას ედავებიან ახლა. ეს აბსურდია და სამარცხვინო ბრალდებაა" - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" და მომხდარს ხელისუფლების მიერ დაწყებულ პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებად მიიჩნევენ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია