სამცხე-ჯავახეთი
ვიპოვოთ დაკარგული მილიონები – 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
27 ივლისი 2019
"იმისათვის, რომ 2020 წლისთვის მივაღწიოთ C ჰეპატიტის ელიმინაციას, საჭიროა საზოგადოებისა და ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი მობილიზება, რადგან ჯერ კიდევ რჩება ათასობით ინფიცირებული პირი, რომელთაც ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ სკრინინგი და შესაბამისად, არ იციან თავიანთი სტატუსი", -განაცხადა მამუკა ბახტაძემ C-ჰეპატიტების დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე.პრემიერმა მოქლაქეებს სკირინინგის ჩატარებისკენ მოუწოდა.2019 წლის ჰეპატიტის მსოფლიო დღის მთავარი თემაა – ვიპოვოთ დაკარგული მილიონები!27 ივლისს ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად C ჰეპატიტის ახალი კამპანია “შენ C“ დაიწყო. წელს საქართველოსათვის ჰეპატიტის დღის სლოგანი და მესიჯები არის:„ვიპოვოთ ათასობით ინფიცირებული““შენ C“#ჩაიტარე სკრინინგი#გაიგე შენი სტატუსი#ჩაერთე მკურნალობაშიB და C ვირუსული ჰეპატიტები გლობალური ჯანმრთელობის უდიდესი გამოწვევაა. დღესდღეობით, მსოფლიოში 325 მილიონი ადამიანია დაავადებული ვირუსულიჰეპატიტით, მათ შორის 290 მილიონმა, ანუ 10-იდან 9 ადამიანმა არ იცის რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტის ვირუსით. ვირუსული ჰეპატიტი ყოველწლიურად მსოფლიოში 1.4 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია. საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყანაა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა მიერ, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით, 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქრონიკული C ჰეპატიტი აქვს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, ანუ 150 ათასამდე ადამიანს. ინფიცირებულ ადამიანთა დაახლოებით 70%-ს სიმპტომები არ უვლინდება, შესაბამისად, კვლევის მომენტში გამოკვლეულთა უმრავლესობამ არ იცოდა ინფიცირების შესახებ.2015 წლის აპრილში, აშშ-ს მთავრობის, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC), კომპანია გილეადის, ჯანმოს, რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველომ წამოიწყო უპრეცედენტო პროგრამა და მიზნად დაისახა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცია. 2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია (2016-2020) და დაიწყო აქტიური საკომუნიკაციო კამპანია სლოგანით „STOP-C“. აღნიშნული სტრატეგია მოიცავს ძირითად აქტივობებს C ჰეპატიტის ელიმინაციის მისაღწევად საჭირო სხვადასხვა მიმართულებებით, როგორიცაა ცნობიერების ამაღლება, ეპიდზედამხედველობა, პრევენცია, სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.ჰეპატიტის მსოფლიო დღის თარიღი - 28 ივლისი, შეირჩა ნობელის პრემიის ლაურეატისა და B ჰეპატიტის ვირუსის აღმომჩენის (აღმოაჩინა 1967 წელს) ბარუხ სამუელ ბლუმბერგის დაბადების დღის საპატივსაცემოდ. აღნიშნულ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ეფექტური ქმედებები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებასა და ინფექციის ახალი შემთხვევების პრევენციას. ასევე, პოლიტიკის შემქმნელებს მოუწოდებს ჰეპატიტის ელიმინაციაში ინვესტირებისაკენ, რათა გაიზარდოს ტეტსტირებასა და მკურნალობის სერვისებზე წვდომა.[sknews.ge]