ლევან ვასაძე მედია რეგულაციებისთვის ბიძინა ივანიშვილს მიამართავს.
მისი თქმით, ქვეყნის დასალაგებლად რამდენიმე მედიასაშუალების ხელმძღვანელი და ჟურნალისტიც ციხეში უნდა ჩაჯდეს, რათა სხვამ ჭკუა ისწავლოს.
„მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს მთავრობას. უნდა შეიქმნას სასწრაფოდ რეგულატორი, რომელიც ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ. ბევრი არ დაჭირდება ამ ლაჩარი ხალხის პირობაზე ერთს, ორს, სამს, ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას მიარჭობ, თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ და თქვენით ნახავთ, როგორ დალაგდება ეს ქვეყანა. გამოიბერტყეთ ყურები, გამოიფშვნიტეთ თვალები და გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია, რომელიც დასახლებულია უსინდისო და უკუღმართი ადამიანებით. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება" - აღნიშნა ვასაძემ.