გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სანიკიძე: ივანიშვილი ჭკუასთან ახლოს აღარ არის, გარშემოწერილობაში ბრიყვები ჰყავს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივლისი 2019

“ბიძინა ჭკუასთან ახლოს აღარ არის”,-ამის შესახებ, “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველი” ეთერში საუბრისას განაცხადა.

“ბიძინა ჭკუასთან ახლოს აღარ არის. აქ არის საუბარი იმაზე რომ, საქართველო უნდა ჩააბარონ რუსეთს. ბიძინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში არის შემგუებელი. ჩვენთვის იმ მომიტინგეებისთვისაც და შემდეგ როგორც ვითარდება სიტუაცია. საქართველოში უფრო მეტნი ვხდებით დარწმუნებულები რომ იმ დღეს ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ სახელმწიფო გადატრიალებას ხელისუფლების მხრიდან. ხელსუფლება გადატრიალებას აპირებდა.

ბიძინა ივანიშვილს გარშემოწერილობაში ჰყავს ბრიყვები. ბრიყვების მართვა ადვილია. ბრიყვებით მართვა ძალიან რთულია. მას საქართველოს ჩაბარების ოპერაცია ჩაუვარდა. ამიტომ, მას ახლა სისხლიანი საშემოდგომო გამოყვა პუტინთან დაკავშირებით.”,-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია