გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"როცა ადამიანში ხედავენ ვაჟკაცობას, ხელისუფლებას ეშინია"- მაჩალიკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივლისი 2019

რაც ხდება, ამოუხსნელი ნაძირლობაა, გამოკეტეს ოქრუაშვილი, რადგან მასში სიმართლესა და სამართალს ხედავენ, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაჩალიკაშვილის თქმით, 20 ივნისს პარლამენტთან აქციაზე არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„როცა ადამიანში ხედავენ ვაჟკაცობას, ხელისუფლებას ეშინია. რაც ხდება, ამოუხსნელი ნაძირლობაა. გამოკეტეს ოქრუაშვილი, რადგან მასში სიმართლესა და სამართალს ხედავენ. არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია 20 ივნისის ღამეს აქციაზე. მორის მაჩალიკაშვილის დაკავება ნიშნავს, რომ ჩამოაშორონ ბიძას და რაღაცით მევაჭრონ. მისი ბიძისთვის დაურეკავთ ხეობაში, მორისის დაკავებამდე და უთქვამთ, კარავი თუ გაიშლება, ჰუსეინს დავიჭერთო. ეს სისტემა უნდა დაინგრეს, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. ყველა პატიმარი უნდა იყოს გათავისუფლებული, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია