სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 ივლისი 2019
„ჩვენს რეინჯერებს განსაკუთრებული მისია აქვთ, მათ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანძურის, ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვა და მასზე ზრუნვა ევალებათ. რეინჯერები, ძალიან ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობას. დაცული ტერიტორიების დაცვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ჩვენი რეინჯერების სამუშაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა. თითოეულ რეინჯერს ვულოცავ დღევანდელ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ. პატივს მივაგებ ყველა იმ რეინჯერის ხსოვნას, რომელმაც პროფესიული მოვალეობის შესრულებას სიცოცხლე შესწირა“, - ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.საქართველოში ყველაზე სტაჟიანი ბორჯომელი რეინჯერი სამსახურიდან მიმდინარე წლის მარტში გააცილეს. კუკური სარალიძე ბორჯომის ნაკრძალში 1983 წლიდან მუშაობდა.ნახეთ "სამხრეთის კარიბჭეს" მიერ მომზადებული მასალა – ‘ირმების ოჯახსაც ვიცნობ, ვიცი სადაც ცხოვრობენ’ – ნაკრძალში გატარებული 35 წელი[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია