გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მელუა-სურგულაძე-კვაჭანტირაძე მერიის წინააღმდე-უზენაესი სასამართლო ორი ინსტანციის გადაწყვეტილებაზე იმსჯელებს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 ივლისი 2019
როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, უზენაესი სასამართლოს განჩინებით, გიორგი ინწკირველის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი), ოზურგეთის მერიის,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო კომისიის, მერიის თანამშრომლების; ხათუნა სურგულაძისა და ქეთევან კვაჭანტირაძის საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი და ხსენებულ საჩივრებს სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. 
საკასაციო სასამართლომ მოცემულ შემთვევაში მიიჩნია, რომ საქმე მოიცავდა სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
აქვე განვმარტავთ, რომ უზენაესი სასამართლოში საკასაციო საჩივრების დაშვება ხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ყველაზე უფრო ხშირად, მეორე ინსტანციის ანუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივად საბოლოოა და შემდგომში საქმის განხილვა დასაშვებობის ეტაპზე მთავრდება.

ცნობისათვის: ბესო მელუამ, ხათუნა სურგულაძემ და ქეთი კვაჭანტირაძემ ოზურგეთის მერიის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც ორი დაწინაურებას, ერთი კი თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა. 

ოზურგეთის სასამართლომ ბესო მელუა გაამართლა და ის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე აღადგინა, სურგულაძე კვაჭანტირაძის სარჩელი კი არ დააკმაყოფილა.

რომლებიც დაწინაურებას ითხოვდნენ. ოზურგეთის მერიამ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინება  ჯერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი სარჩელის მიღება დასაშვებად სცნო, რაც როგორც ირკვევა მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში ხდება. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია