შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფუძეობა 2019 3 აგვისტოს ბაკურიანში გაიმართება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აგვისტო 2019
რეგიონული ფესტივალისთვის ღონისძიებები 13:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათზე ფოიერვერკით დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ფაცხები – რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კულინარია, რეწვა, ცეკვა, სიმღერა და სხვა. ფესტივალს დახურავს გალაკონცერტი, სადაც ლელა წურწუმია და ჯგუფი „NONSTOP” იმღერებენ.ღონისძიებების განრიგი ასეთია:13:00 სთ – ფაცხების მოწყობა;14:00 სთ – სამეწარმეო მარკეტი;15:00 სთ – ბერიკების შოუ, ქართული თამაშები,შემეცნებითი კუთხე, ფოტო გადაღება;16:00 სთ – ფოლკლორის მოყვარულთა კონცერტი;20:00 სთ – გალა კონცერტი;22:00 სთ – ფოიერვერკი.რეგიონული ფესტივალისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია 31 294 ლარს დახარჯავს.რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“, კომპანია GeoTourist-ის სოციალური პროექტია (სახალხო დღესასწაული), რომლის მიზანია საქართველოს რეგიონული კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია