შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია- ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 აგვისტო 2019

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. ნიკა გვარამია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს.

„რასაც მკითხავენ იმას ვუპასუხებ, თან რაც მახსოვს იმას, იმიტომ, რომ არის საუბარი 2025 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე. როგორც იცით ყველა კომპანიაში არის ფინანსური ხელმძღვანელობის საქმე.

რაც მახსოვს ყველაფერზე ვიტყვი, ავხსნი. პრობლემა არ მაქვს. მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ისე რომ მჭირდებოდეს იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო. თან ძალიან კარგი იურისტი ვარ შეგახსენებთ. მით უმეტეს უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალებს არ ვტოვებ,“-განაცხადა  ნიკა გვარამიამ. 

საქმე ეხება საქართველოს გენერალური პროკურატურაში „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვაზე მიმდინარე გამოძიებას.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში იგეგმება ასევე „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღება.  

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია