შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეებმა უცხო ენაში მაღალი ქულები მიიღეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 აგვისტო 2019
ტატო ზუმბაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებში ინგლისურის ტესტში 80 ქულიდან 78 მიიღო. ამბობს, რომ ტესტი მისთვის რთული არ იყო, რადგან უცხო ენაში ერთი წელი ემზადებოდა. გარდა ამისა, FLEX-ის პროგრამით ამერიკაშიც სწავლობდა.ტატო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე აბარებს: „სამედიცინოზე ჩაბარება მეშვიდე კლასიდან გადავწყვიტე. ძალიან მომწონს ეს საქმიანობა. სავარუდოდ კარდიო ქირურგიას ავირჩევ“.გულიკო გიორგაძე ტატოს პარალელური კლასელია, ამბობს, რომ უცხო ენაში საკმაოდ ძლიერია და კარგ შედეგსაც ელოდა. ტესტი, არც მისთვის ყოფილა რთული – 77 ქულა მიიღო.„ტესტი საკმაოდ მარტივი იყო, მომზადებული ვიყავი ინგლისურისთვის. ბოლო რამდენიმე თვე ტესტებზე ვმეცადინეობდით. განსაკუთრებით არაფერი მერთულა“, – ამბობს გულიკო.იგი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობაზე აბარებს.[მარიამ ბარიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია