შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სეს–მა ახალციხელებს სააგენტოს საქმიანობა გააცნო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 აგვისტო 2019
დღევანდელ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.„ჩვენ გავაცანით თუ რას საქმიანობს სურსათის ეროვნული სააგენტო, რა პრიორიტეტები გვაქვს და სახელმწიფო კონტროლის შედეგები როგორია“, – გვითხრა ლია ბექაურმა.მისი თქმით, 2012–დან 2018 წლის ჩათვლით გაიზარდა სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები, როგორც ინსპექტირების ასევე გეგმური შემოწმების კუთხით.„ჩვენ გვაქვს მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამა, რომლის ფარგლებში ვაწარმოებთ საინფორმაციო კამპანიებს მომხმარებელთა ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების გასააქტიურებლად, რათა მათ კომუნიკაცია ჰქონდეთ მომხმარებლებთან და მეწარმეებთან“, – გვითხრა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კოპალაძემ.შეხვედრები საქართველოს ათ ქალაქში გაიმართა, ბოლოს კი ახალციხეში. პრეზენტაციის შემდეგ სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხეს.შეხვედრა ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „თანამშრომლობა განვითარებისთვის და დემოკრატიის ხელშეწყობა“ და ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია