შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 აგვისტო 2019
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა, საგრანტო კონკურსი პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივას“ ფარგლებში გამოაცხადა.ცენტრის წევრებმა, ახალციხეში ათამდე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დღეს, ორ აგვისტოს საგრანტო კონკურსების პირობები გააცნეს.სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორის ვახტანგ კობალაძის თქმით, კონკურსი გათვალისწინებულია რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და მასში მონაწილეობას თბილისის ორგანიზაციები ვერ მიიღებენ: „ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი რეგიონებია და ამ კონკურსის გამოცხადებაც, სწორედ მათ აქტიურ ჩართულობას ემსახურება“.ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული ერთი საგრანტო კონკურსი ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მიმდინარე რეფორმების მონიტორინგს და ადვოკატირებას ეხება. საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადა ორი სექტემბერია. ორგანიზატორების თქმით, აღნიშნულ კონკურსში საუკეთესო პროექტის ავტორი 16 000 ლარით დაფინანსდება.მეორე კონკურსი, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაძლიერებას ეხება. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 20 აგვისტოა. ამ კონკურსში საუკეთესო პროექტის ავტორი 4 800 ლარით დაფინანსდება.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია