შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაკურიანში ფოლკლორული ფესტივალი ‘ფუძეობა 2019’ დაიწყო [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აგვისტო 2019
ბაკურიანში, ფოლკლორის ფესტივალი დღეს, სამ აგვისტოს 14:00 საათიდან დაიწყო. ფესტივალის ფარგლებში, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტმა ფაცხები მოაწყვეს, სადაც გამოფენილია რეწვის ნიმუშები, ასევე კუთხისათვის დამახასიათებელი კულინარია. კერძების დაგემოვნება სტუმრებს ადგილზე შეუძლიათ.გარდა, ამისა რეგიონისა და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა მეწარმეებმა თავიანთი ნაწარმის გამოფენა მოაწყვეს. აქვე, პატარებისთვის გაკეთდა გასართობი კუთხეები, მიმდინარეობს ბერიკების შოუ, ქართული თამაშები და ფოტო გადაღებები.ფოლკოლორული ფესტივალი ბაკურიანში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საღამოს 16:00 საათზე, ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით ფოლკლორული კონცერტი დაიწყება. 20:00 საათზე კი ღონისძიება გალა კონცერტით გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას ლელა წურწუმია და ჯგუფი „NONSTOP” მიიღებენ.ფოლკლორული ფესტივალი 22:00 საათზე გალა კონცერტით დასრულდება.[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია