შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს–მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 აგვისტო 2019
შსს-ს ისნფორმაციით, რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, გ.ჰ. გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერეს, როდესაც იგი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციის ინფორმაციით, გადამოწმების პროცესში გ.ჰ.-მ საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაქცევა სცადა, მაგრამ იგი დააკავეს.სამართალდამცველებმა მისი, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს, კერძოდ: 709 აბი „მდმა“; 86 აბი „სუბოქსინი“; 93 აბი „სუბუტექსი“; 3 აბი „B8“; 119 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 239 გრამი ე.წ. „ბიო“; 28,890 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის მუხლებით მიმდინარეობს.ბრალდებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია