გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიძინა ივანიშვილმა ზღვა სახლამდე მიიყვანა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აგვისტო 2019

"ადგილი, სადაც საპროტესტო აქციებს ვმართავდით ბიძინა ივანიშვილმა ზღვით დაფარა.

 არაფერს არ ვაჭარბებ, სანაპირო ზოლი გადათხარა და ზღვა სახლამდე მიიყვანა. აღარ ვიცი ვიცინო თუ ვიტირო"-ასე ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის უკანა მხარეს აქციის "გააღვიძე ოლიგარქი" მონაწილეებისათვის შექმნილი ბარიერების თემას. 

ადგილზე ბოლო დღეების განმავლობაში ოლიგარქის დავალებით ჯერ მიწა გათხარეს და ბარიერები მოაწყვეს, ადგილზე ტყვიაგაუმტარი მინებიც მიიტანეს, შემდეგ ზღვა რეზიდენციის უკანა შესასვლელამდე მიიყვანეს, გზა კი, სადაც აქციები იმართებოდა მიწის ნაკვეთად დაურეგისტრირეს, რომ აქციის მონაწილეებს იქ ყოფნის უფლება შეუზღუდონ.

პარალელურად, ოზურგეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში ორგანიზატორების გამოკითხვა მიმდინარეობდა, რამდენიმე მათგანს ფულადი ჯარიმაც დაეკისრა. 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია