შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მერია მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიანი ოჯახის მდგომარეობას შეისწავლის

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აგვისტო 2019
როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, ხაჩიძეების ოჯახს, რამდენიმე წლის წინ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა სამშენებლო მასალით დაეხმარა. ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახზე, სადაც ხუთი არასრულწლოვანი ცხოვრობს „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა ორ აგვისტოს მოამზადა. ხაჩიძეების საცხოვრებელი სახლი ავარიულია, აივანზე იატაკი ჩანგრეულია, სახურავს კი საყრდენი აქვს გამოცლილი. დაზიანებული სახურავიდან ოთახებში წვიმის წყალი ჩადის. შენობაში, ოთახები ფიცრებით არის გაყოფილი, შპალერის ნაცვლად, ადგილ–ადგილ მუყაოს ქაღალდებია გაკრული.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია