შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის მუნიციპალიტეტში რუსი ტურისტების კლების ტენდენცია შეინიშნება

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აგვისტო 2019
ბოლო შვიდ თვეში, გორის მუნიციპალიტეტში 282 723 ტურისტი შემოვიდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილებიდან აცნობეს. მიმდინარე წლის იანვარში გორს 9089 ტურისტი ეწვია, თებერვალში 8545, მარტში 21 553, აპრილი - 46 541, ივნისში 68 710, ხოლო ივლისში 55 977. ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი, რობერტ მაღლაკელიძე qartli.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელი მცირედით, თუმცა მაინც შემცირებულია. მაღლაკელიძე ტურისტების კლების ტენდენციას რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირებს. საუბარია რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, რუსულ ავიაკომპანიებს მგზავრების საქართველოში გადაყვანა ეკრძალება. ,,ბოლო ორი თვის განმავლობაში შემცირდა ტურისტების ნაკადი. ჩემი ვარაუდით, კლების ტენდენცია რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულ ცნობილ მოვლენებს უკავშირდება. წინა წლის ანალოგიურ
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია