შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე ახალი სკვერი აშენდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აგვისტო 2019

გრიბოედოვის ქუჩაზე ახალი სკვერი აშენდა

ქალაქ ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე სკვერის მშენებლობა დასრულდა.

დასრულებული პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მოინახულა.

სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ბეტონისა და კაუჩუკის ფილებით მოეწყო სკვერის შიდა ტერიტორია, დამონტაჟდა ტრენაჟორები, საბავშვო ატრაქციონები: მინიკარუსელი, სასრიალო, ხელოვნურსაფრიანი საკალათბურთო მოედანი, განთავსდა პარკის ინფრასტრუქტურა და სანაგვე ურნები, მოეწყო გარე განათების სისტემა. 
სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვევულმა კომპანიამ შპს „მშენებელმა“ განახორციელა. 
პროექტის ჯამური ღირებულება 84 619 ლარს შეადგენს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია