შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კურორტ გომისმთაზე საცხოვრებელი სახლების ინვენტარიზაციის პროცესი დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აგვისტო 2019

კურორტ გომისმთაზე საცხოვრებელი სახლების ინვენტარიზაციის პროცესი დაიწყო. 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ საინფორმციო ბაზის შექმნის მიზნით, ხდება სახლების აღწერა და მოსარგებლეთა ვინაობის დადგენა. 
საცხოვრებელი სახლების მოსარგებლე პირების იდენტიფიცირების დასრულებისთანავე, დაიგეგმება შემდგომი პროცედურები საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. 
დღეს ასევე დაიწყო მოქალაქეების მიერ კურორტ გომისმთაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ შემოსაზღვრული ტერიტორიების განთავისუფლების პროცესი. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია