შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პოლიტიკური ოპონენტის კრიტიკის შეზღუდვა უკვე ტრაგიკომედიაა- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აგვისტო 2019

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS“ - თან “ქართული ოცნების“ იმ ინიციატივის შესახებ საუბრობს, რომლის მიხედვით რეკლამაში სიძულვილის ენის გამოყენება იკრძალება:

“სიძულვილის ენის კლასიკური დეფინიცია ისედაც იზღუდება კანონით. ეს იქნება ეთნიკური, სექსუალური, გენდერული თუ ეთნიკური უმცირესობების მიმართ. თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ პოლიტიკური ოპონენტის კრიტიკა 25%-ით უნდა შეიზღუდოს, ეს უკვე ტრაგიკომედიაა. მე შემიძლია, მთელი ჩემი კამპანია ოპონენტის კრიტიკას დავუთმო. ვიღაცამ უფლება რატომ უნდა შემიზღუდოს გაუგებარია“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის ინიციატივით, საარჩევნო კლიპების მხოლოდ 25% შეიძლება შეიცავდეს ნეგატიურ ინფორმაციას, 75% კი პოზიტიურ შინაარსზე უნდა იყოს ორიენტირებული.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია