გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართული ოცნება" ცდილობს, სააკაშვილი გამოაცხადოს ომის გასაღებად- შარაშენიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აგვისტო 2019

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “2020NEWS“ - თან აგვისტოს ომის დაწყების მიზეზების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, რუსეთი საქართველოსთან ბრძოლისთვის ნიადაგს აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე ამზადებდა.

“ეს საკითხი არის პოლიტიზირებული. ერთი მხრივ, “ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ თავი საზოგადოებას მოაჩინოს თითქოს 2008 წელს 100%- ით მართალი იყო. მერე მხრივ, კი “ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოაცხადოს ომის გასაღებად, ამით ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. 2008 წელს სააკაშვილი უცოდველი არ იყო, მაგრამ ომის დაწყების გადაბრალება, სამწუხაროდ, ყველას აზიანებს. ქართულ მხარეს მაშინ რუსეთთან დაპირისპირებული პოლიტიკა ჰქონდა. 2005-2006 წლებში პოლიტიკა უფრო რბილი რომ ყოფილიყო, 2008 წელს საქმე ომამდე არ მივიდოდა. დღეს არავინ არ ახსენებს იმ ფაქტს, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ რუსეთმა დიპლომატიური წარმომადგენლები განამწესა ცხინვალსა და სოხუმში, რაც ნიშნავდა იმას, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აჩქარებდა“,- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ცნობისთვის, აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია