შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუსეთი ოკუპანტია! მტკივა ჩვენი დახოცილი ბიჭები, დაკარგული ტერიტორიები- ნოდიკო ტატიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 აგვისტო 2019

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი "პრაიმტაიმთან" ომით გამოწვეულ მძაფრ შეგრძნებებს იხსენებს. ბევრჯერ იმეორებს, რომ რუსეთი ოკუპანტია და რესტორნებში რუსულად აჟღერებული სიმღერები აღიზიანებს.

ნოდიკო ტატიშვილი: - მძაფრად განვიცადე ეს ომი - როგორ აყენებენ ჭრილობას შენს სამშობლოს და მიწას. 21 წლის ვიყავი, მახსოვს ძალიან ვნერვიულობდი. მე და ჩემს ოჯახის წევრებს არც კი გვიფიქრია, რომ სადმე წავსულიყავით. თბილისში ვიყავით, ხშირად ვხედავდი ტანკებს. თბილისის ზღვასთან ახლოს ვცხოვრობ. გვიან დავწექით, დასტრესილებს იქნებ დაგვძინებოდა. მახსოვს, საშინელი აფეთქების ხმამ მთელი კორპუსი შეგვაფხიზლა. ზღვაზე ჭურვი ჩამოაგდეს... გვეგონა, თბილისს მოადგნენ და დაბომბვა დაიწყეს. მახსოვს, ის საშინელი განცდა...

ეკრანზე გასული ომის კადრები ისე მძაფრად მოქმედებდა. ომის დროს, მოსკოვიდან რუსი მეგობრები მწერდნენ, გვაპატიე, ეს არ არის ხალხის დამოკიდებულებაო. რატომ არ ვეყვარებით - ბუნება, სამზარეულო, ისტორია, კულტურა - თვითონ ვერასდროს დაიკვეხნიან მსგავსით.

ყოველთვის ვიტყვი, რომ რუსეთი ოკუპანტია! ჩვენ გვყავს მტერი პუტინის სახით, რომელიც არასდროს დაუშვებს, რომ ჩვენ წელში გამართული და დამოუკიდებლები ვიყოთ.

ეს არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ამიტომ ვერ წავედი ვერსად. ნურავის ეგონება, რომ მომღერლები უდარდელად ცხოვრობენ, წავლენ, იმღერებენ და მორჩა, ლაღად არიან. როგორც ამ ქვეყნის შვილს, ბევრი დარდი მაქვს. დღე არ გავა სამშობლოზე არ ვფიქრობდე. შეიძლება პათეტიკურ სიტყვებად ჩამითვალონ, მაგრამ ეს ფაქტია. მტკივა ჩვენი დახოცილი ბიჭები, დაკარგული ტერიტორიები.

 "პრაიმ ტაიმი"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია