შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გრიგოლ ვაშაძე შიდა ქართლში წინასაარჩევნო ტურნეს აწყობს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ნოემბერი 2018
საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამ წუთებში კასპში იმყოფება. ის მხარდამჭერებს ხვდება და მოუწოდებს მეორე ტურში მონაწილეობისკენ. ვაშაძე ამომრჩევლებს დღეს შეხვდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. მას თან გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი ახლავს. ბადრი ბასიშვილმა მადლობა გადაუხადა ,,ევროპული საქართველოს" კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელს და მისი გუნდის წევრებს. მისი თქმით, ამ რაიონში ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია