შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„იმოგზაურე, რომ მოჰყვე“ - გორის უნივერსიტეტში მწერალ ანა კორძაია სამადაშვილის ლექცია გაიმართება

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ნოემბერი 2018
15 ნოემბერს, 13:00 საათზე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტში, მწერალ ანა კორძაია სამადაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება. საჯარო ლექციათა ციკლი ლიტერატურის შესახებ „ლიტოდისეის“ სტუდენტური კონკურსის „იმოგზაურე, რომ მოჰყვე“ ფარგლებში იმართება. ,,ლიტოდისეი" ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სტუდენტური პროექტია. კონკურსის მიზანია რეგიონებში კულტურული პრობლემების წარმოჩენა, ლიტერატურის პოპულარიზაცია და ნიჭიერი შემოქმედებითი ახალგაზრდების ხელშეწყობა. „იმოგზაურე, რომ მოჰყვე“ საჯარო ლექციების ორგანიზებასთან ერთად მხატვრული წერის კონკურსიცაა, რომლის ფარგლებში შერჩეული მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოგზაურობენ, მხატვრულად აღწერენ მათი პერსპექტივით დანახულ ქალაქებს, 2019 წელს კი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ მათ ჩანაწერებს წიგნად გამოსცემს. კონკურსის მხარდამჭერია გოეთეს ინსტიტუტი.  
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია