გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები 11 ადგილას, მათშორის გურიის რეგიონშიც ამოქმედდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აგვისტო 2019

პოლიციამ სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა, ქვეყნის მასშტაბით სულ კამერების რაოდენობა 3820-მდე გაიზარდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით განაგრძობს რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას. ამჯერად, სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა.

ასევე, ბოლო პერიოდში, საავტომობილო სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტერიტორიაზე კიდევ 6 ადგილას ამოქმედდა, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 4 ლოკაციაზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე - 8 , სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე კი - 2 ლოკაციაზე.

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 652 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. ამ დროისთვის, სრული დატვირთვით მუშაობს 3820 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 1230 ნომრის ამომცნობია, ხოლო 2590 - ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე კამერების რაოდენობა 170-იდან 3820-მდე გაზარდა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებას და საგზაო დარღვევებზე რეაგირებას. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბოლოს ქვეყანაში მხოლოდ 170 ვიდეოკამერა ფუნქციონირებდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია