სამართალდამცველებმა ფოთში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ
ბრალდებული მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, გვიან ღამით, ფოთში, ერთ-ერთ
სუპერმარკეტში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს სიცოცხლის მოსპობის მუქარით
თანხას მოსთხოვა. თუმცა, სამინისტროს განმარტებით, მან ფულის წაღება
ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან პოლიციის მისვლამდე მიიმალა.
დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
ამჟამად მას პირობითი მსჯავრი აქვს.
ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
179-ე მუხლით მიმდინარეობს.