შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პროკურატურამ ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 აგვისტო 2019

პროკურატურამ ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. ამის ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა ჩემი აღკვეთის ღონისძიების პროცესი, დღეს, 8 საათზე.

პროკურატურის მოთხოვნა - 80.000 ლარი გირაო,“- წერს გვარამია. 

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2-ის" ყოფილ გენერალურ დირექტორს. ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია