კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

თვითმართველობა
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 აგვისტო 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან შალამბერიძე დაინიშნება.

შალამბერიძე პროფესიით იურისტია. ის ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციაში მუშაობდა. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის სახაზინო ადვოკატიც იყო.

ლევან შალამბერიძემ ალექსანდრე საჩიშვილის ადგილი დაიკავა. საჩიშვილმა თანამდებობა 2019 წლის აპრილში დატოვა. თელავის მერის ყოფილმა მოადგილემ მის ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის პრობლემებს დაუკავშირა.

შეგახსენებთ, რომ თელავის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თანამდებობა დატოვა მერის სამივე მოადგილემ. გარდა ამისა, საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული, ინფრასტრუქტურისა და შიდა აუდიტის სამსახურების უფროსები.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია