შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაულუქავი სათავე-ნაგებობა სოფელ წრიოხში [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 აგვისტო 2019
ახალციხის სოფელი წრიოხი აწყურის თემში შედის. აქ მცხოვრებლებს სასმელი წყალი მიეწოდებათ რეზერვუარ „წრიოხიდან“, რომელიც ხეობაში, ღია და შემოუსაზღვრავ სივრცეში მდებარეობს. ავზები „წრიოხის ღელის“ წყლით ივსება.„რამდენი ავზია ზუსტად არ ვიცი. რეზერვუარი სეზონურად იწმინდება. სოფლის სათავე-ნაგებობაზე კი სასმელი წყალი არ იქლორება“, - ამბობს ახალციხის მერის წარმომადგენელი სოფელ წრიოხში, რომან გორგაძე.ხეობაში განთავსებულ სათავე-ნაგებობას რამდენიმე შემკრები მილი უერთდება. ოთხი რეზერვუარის გავლის შემდეგ კი, დაუქლორავი სასმელი წყლით სოფელი მარაგდება. წრიოხში 17 ოჯახი ცხოვრობს. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია