სამცხე-ჯავახეთი
სოფელ პამაჯში სამი სახლი იწვის
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
14 აგვისტო 2019
„შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო სამსახურის ექვსი მანქანა და 20 მეხანძრეა გასული და მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გვაქვს“, – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.ცეცხლის კერა კერძო სახლში გაჩნდა და ორ სახლზე გადავიდა.თავდაპირველად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ვალეში გაჩნდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]