სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პირთა ნაწილი, ვინც ბინას აქირავებს შესაძლოა, აღარ დაიბეგროს

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ნოემბერი 2018
კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარდგენილია.როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ცვლილების მიზანია ქვეყანაში უძრავი ქონების გაქირავებასთან დაკავშირებით არსებული მაღალი ფასების დაწევა.

როგორც ცნობილია, უძრავი ქონების საცხოვრებელი მიზნით გაქირავებისას, პირი იხდის 5%-ს, თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, ის პირები, რომლებიც უძრავი ქონების იჯარით გაცემიდან (გაქირავებიდან) შემოსავლების სახით წელიწადში 30 000 ლარზე ნაკლებს მიიღებენ, აღარ დაიბეგრებიან.

ეს ცვლილება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუ მთავრობის მიერ მომზადებული ბიუჯეტის ახალი კანონპროექტის მიხედვით, გაქირავებისას გადახდილი გადასახადები წავა სახელმწიფო ბიუჯეტში და არა თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში.

აღსანიშნავია, რომ მოცემული ცვლილება და ინიციატივა ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომელთა წლიური ბრუნვა 30 000 ლარზე ნაკლებია. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია